Wednesday, January 23, 2013
aseve ar shemizlia ar visaubro abortis temaze,mitumetes rom dges chemi blogi orsulobas exeba,tumca ,es imas ar nishnavs rom chemi azri romelime konkretul adamians exeba,andac ganvikitxav mat visac ertxel mainc daushvia aseti shecdoma,chemi mizania chemma tanatolebma dainaxon realoba tu ra mosdit yvelaze ususur,daucvel patarebs.... ai photoebi da shexedet rogor anawevreben shens pataras shensave mucelshi...
რა ჯდება საქართველოში სუროგატი დედობა?
“საქართველოს სუროგაციული დედების ცენტრი” 2004 წლიდან ფუნქციონირებს. სწორედ ამ ცენტრის წყალობით გაბედნიერდნენ უშვილო წყვილები. “ქართული სიტყვის” სტუმარია “საქართველოს სუროგაციული დედების ცენტრის” ახალგაზრდა, ენერგიული ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე.
- ქალბატონო თამარ, ნებისმიერ ქალს შეუძლია გახდეს სუროგატი დედა?
- ქალი, რომელსაც სურს, გახდეს სუროგატი დედა, გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, მარტო მონდომება არ კმარა. ცენტრთან ხელშეკრულების დადებამდე, ყველას ვავსებინებთ სააღრიცხვო ფორმას, სადაც იწერება ჯანმრთელობის მდგომარეობა, ცხოვრების წესი... სუროგატი დედა არ უნდა ეტანებოდეს ალკოჰოლიან სასმელებს, არ უნდა ეწეოდეს სიგარეტს და არ უნდა უწევდეს მძიმე ფიზიკური შრომა; აუცილებელია, ჰყავდეს საკუთარი შვილები.
- ასაკს არა აქვს მნიშვნელობა?
- როგორ არა, სუროგატი დედობის მსურველი უნდა იყოს 35 წლამდე, სასურველია, ჰყავდეს მეუღლე და ცხოვრობდეს თბილისში, რათა პროცედურებზე სიარული არ გაუჭირდეს. თუ ქალი ზემოჩამოთვლილ პირობებს აკმაყოფილებს, ცენტრი მასთან დებს ხელშეკრულებას.
- შესაძლებელია სუროგატი დედის შეცვლა?
- რა თქმა უნდა, ამასაც ჩვენ ვაკეთებთ, განსაკუთრებულ შემთხვევებში.
- სუროგატ დედას კანონით აქვს ბავშვზე რაიმე უფლება?
- საქართველოში მოქმედი “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონის 143-ე მუხლის თანახმად, სუროგატ დედას ბავშვის დატოვების უფლება არ აქვს... ეს იგივეა, სხვის შვილზე განაცხადოს პრეტენზია.
- 9 თვე მუცლით რომ ატარებს, ეს არაფერს ნიშნავს?
- არა, რადგან იგი მუცლით თავის შვილს არ ატარებს - სუროგატი დედის საშვილოსნოში გადააქვთ ხელოვნურად განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ანუ ემბრიონი. უშვილო წყვილი თავისი სურვილით, ან ჩვენი რჩევით, ხელშეკრულებას დებს რომელიმე კლინიკასთან, სადაც ხდება ინ ვიტო განაყოფიერება.
სტატიის გაგრძელება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:
http://www.factnews.ge/index.php?lang_id=GEO&id=1&info_id=17310&act=ns

ქართველი სუროგატი დედა
დალი სუროგატი დედაა. მის მუცელში სხვისი შვილი იზრდება, რომელსაც მასთან არანაირი გენეტიკური კავშირი არ აქვს. ბავშვი მშობლების ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ჩაისახა. ხუთი თვის წინ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი სუროგატი დედის საშვილოსნოში გადაიტანეს, ანუ მისი სხეული ერთგვარ ინკუბატორად გამოიყენეს. დაბადებისთანავე ბავშვს თავისი უცხოელი მშობლები წაიყვანენ და დალიც პატარას ვეღარასდროს შეხვდება.
30 წლის დალი კახეთიდან არის. უკვე რამდენიმე თვეა, ბინას თბილისში ქირაობს, სოფელში კი ყველა დაარწმუნა, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდა. იცის, რომ თუ ყველაფერი კარგად დასრულდება, ცხრა თვის თავზე მის ანგარიშზე 10,000 დოლარი ჩაირიცხება.
9 წლის ქალიშვილი, ორი თვეა, არ უნახავს და კიდევ 4-5 თვეს ვერ ნახავს. ბავშვიც დაარწმუნა, რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ მიდიოდა. დალის რთული არჩევანის შესახებ მხოლოდ მისმა მეუღლემ და მშობლებმა იციან.
მან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე თვეებით ადრე დაიწყო საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ბავშვი, რომელიც მის მუცელში განვითარდებოდა, არ უნდა შეჰყვარებოდა: "ვიცი, რომ მერე მომგლიჯავენ და არ მინდა, გული დამწყდეს. ვთვლი, რომ ეს არის საქმე და სხვა არაფერი. შეგნებული მაქვს, რომ ჩემ მუცელში სხვისი შვილი იზრდება და მე უბრალოდ ჭურჭელი ვარ.
სტატიის გაგრზელება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:
http://www.liberali.ge/node/838

ეკლესიის დამოკიდებულება სუროგატი დედებისადმი
მამა ბასილი: ძალიან მწვავე საკითხია. მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში ჩნდება კითხვები, თუ რას ფიქრობს ეკლესია... მინდა გითხრათ, რომ ეკლესიის აზრი გადმოცემულია საეკლესიო სწავლებაში, რომელსაც ეწოდება ღვთისმეტყველება. ტექნიკის განვითარების პროცესში , 20-ე საუკუნის 60-იანი წლებიდან სამედიცინო პრობლემები, ეკლესიის სწავლებაში შემოვიდა ასეთი დარგი ღვთისმეტყველებისა, ანუ თეელოგიისა, რომელსაც ჰქვია ქრისტიანული ბიოეთიკა. აქედან გამომდინარე, ადამიანი ჩასახვის მომენტიდან არის ადამიანი, ამიტომაც ემბრიონზე ცდებს ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თუკი არის შანსი იმისა, რომ უშვილო წყვილს ხელოვნური განაყოფიერების საშუალებით შეუძლია შვილის ყოლა, ეს კარგია და ეკლესია მიესალმება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნულ დედობაზე ბევრი იმიტომ თანხმდება, რომ სოციალურად გაჭირვებულია. თუკი დედა ამ ყველაფერს ფულის გამო არ აკეთებს , მისასალმებელია.
პირველი სუროგატი დედა
პირველად ეს „ტექნოლოგია“ გამოიყენეს 1986 წელს ინგლისში,რომლის შედეგადაც
დაიბადა გოგონა. 1986 წელს სუროგატმა დედამ უარი განაცხადა ბავშვის გადაცემაზე,
ნიუ-ჯერსის სასამართლომ ბავშვის მეურვეობა მიანიჭა ბავშვის ბიოლოგიურ
მამას,მაგრამ ამასთანავე სუროგატ დედას მიეცა უფლება ბავშვის აღზრდაში
მონაწილეობის მიღების. ყველაზე მრავალშვილიანი სუროგატი დედა 39 წლის
ინგლისელი ქალია,რომელმაც
ამ გზით ცხრა ბავშვი მოავლინა
ქვეყანას.
დღესდღეობით მედიცინა საკმაოდ განვითარებულია,უკვე მიახწია იმ საფეხურს სადაც უშვილობა არ ნიშნავს იმას რომ საკუთარი შვილი არ გეყოლება... ლაპარაკი სუროგატ დედებზეა.... მათი მეშვეობით ძალიან ბევრ ოჯახში ბავშვის ტირილის ხმა და სიხარულის სუნი ტრიალებს... მაგრამ ჩნდება უამრავი კიტხვაც, უნდა არსებობდნენ თუ არა სუროგატი დედები ,ეკლესიის დამოკიდებულება სუროგატი დედობისადმი, რატომ კრძალავენ კანონოტ სხვადასხვა კვეყნებში სუროგატ დედებს,რამდენად დარწუნებული ხარ რომ ის ნამდვილად შენი შვილია... შევეცდები მაქსიმალურად გავცე ამ კითხვებს პასუხი და საბოლოოდ მივიდეთ ერთ დასკვნამდე...
-რომელია?
-მოითმინეთ, მოითმინეთ...
-ბიჭია?
-არა,მშვენიერი გოგონაა...
-გოგო?! რამე ხომ არ გეშლებათ?
-გოგოა,გოგო....
-შვილი,შვილია...
ანალოგიური დიალოგები ყოველდღიურად იმართება საქართველოს სხვადასხვა სამშობიაროებში. ზოგი გულდამშვიდებული მოდის, ზოგი აბორტის გაკეთების გადაწყვეტილებით ზოგიც უიმედოდ,რომ შვილი არასდროს ეყოლებათ....
Subscribe to:
Posts (Atom)